17 აგვისტო 2026,   02:58
ვრცლად
საქართველო საერთაშორისო რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია - დანაშაულის ეფექტური კონტროლის მიმართულებით გატარებული რეფორმები და სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ევროკომისიამ ახალ კვლევაში ასახა

საქართველოში დანაშაულის ეფექტური კონტროლის მიმართულებით გატარებული რეფორმები და სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, ევროკომისიამ ახალ კვლევაში ასახა. საქართველო საერთაშორისო რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია. მონაცემების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა მე-17 ადგილს იკავებს და დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას უსწრებს. დანაშაულის ეფექტიანი კონტროლის 100%-იანი შეფასების სისტემით საქართველომ 92% დაიმსახურა.

საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, საქართველო დანაშაულის ეფექტური კონტროლით განვითარებული ქვეყნების უმრავლესობას, მათ შორის ევროკავშირის და ნატოს წევრ 24 სახელმწიფოს - ამერიკის შეერთებული შტატებს, კანადას, დიდი ბრიტანეთს, გერმანიას, იტალიასა და საფრანგეთს უსწრებს. გავლენიანი კვლევითი ორგანიზაციის მონაცემებს, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დაწინაურებას და პირველობას ოფიციალური მონაცემებით ადასტურებს, არ ენდობა ოპოზიცია.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული კვლევა და მასში მოყვანილი რეიტინგები არ უკვირთ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" მსოფლიო რუკაზე საქართველოს მოწინავე პოზიციაზე ყოფნას და წარმატებას, ბოლო წლებში გატარებულ სწორ რეფორმებს უკავშირებენ.

ევროკომისიის კვლევით დასტურდება, რომ დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნების სიაში მოწინავე ადგილს იკავებს, რეგიონში კი ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს.

დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია.

ევროკომისია, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის გამოკვლევის ფარგლებში, დანაშაულის კონტროლის ინდექსს აქვეყნებს. საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 92% მიიღო და მსოფლიოში მე-17 ადგილზე გავიდა. დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას (იაპონიის გარდა), ევროკავშირის და ნატოს წევრ 24 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ირლანდია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ლატვია, ლიეტუვა, უნგრეთი, რუმინეთი, ალბანეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, მალტა, ბელგია, კვიპროსი, თურქეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია.

დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით მსოფლიოში სინგაპური, ევროპაში კი ნორვეგია ლიდერობს.

დანაშაულის უკონტროლობით ყველა მძიმე ვითარება მექსიკასა და ვენესუელაში ფიქსირდება.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ინდიკატორი, განმარტების მიხედვით, ზომავს კრიმინალური დანაშაულის გავრცელებას ქვეყნებში და და ასევე ადამიანების ზოგად აღქმას უსაფრთხოების და დაცულობის შესახებ.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათავო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს.

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი.

დღის ამბები