09 აგვისტო 2026,   18:27
ვრცლად
"5 წელიწადში, 2030 წლისთვის საქართველო უნდა გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, ეკონომიკური ზრდის ტემპი ამაზე მეტყველებს" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა საქსტატის ახალ მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 25 347.0 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.3 პროცენტი შეადგინა.

"გამოქვეყნდა ძალიან კეთილსაიმედო მაჩვენებლები. ეკონომიკა ნახევარ წელიწადში ამერიკულ დოლარში გაიზარდა ორნიშნა ტემპით, 10%-ით და თუ ეს ტემპი შენარჩუნდა, ჩვენ წელს დავამთავრებთ ერთ სრულ მოსახლეზე - 10 000 დოლარის ოდენობით მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელს, რაც საწინდარია იმის, რომ საქართველო მალე გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. 5 წელიწადში, 2030 წლისთვის საქართველო უნდა გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, ეკონომიკური ზრდის ტემპი ამაზე მეტყველებს", - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

დღის ამბები