თბილისის ისნის რაიონის გამგებელმა, საკრებულოში ისნის (ნავთლუღი) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", დავით ხაბეიშვილმა "კურიერთან" ოთხი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან და წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ისაუბრა.
დავით ხაბეიშვილი, დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე, სწორედ "ქართული ოცნება" მოიპოვებს გამარჯვებას და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
"დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს დაგვიჭერს, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს - პირველი, დედაქალაქის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე არის უალტერნატივო კანდიდატი, ასევე გვყავს ძალიან გამოცდილი გუნდი, რომელიც არჩევნებში გამარჯვებას ცდილობს, რათა საკრებულოში უმრავლესობა მივიღოთ.
რაც შემეხება მე - აქტიური წინასაარჩევნო კამპანია გვაქვს. მე ვარ ამ უბანში დაბადებული და გაზრდილი, ზუსტად ვიცი ის პრობლემები, რაც ჩვენ წინაშე დგას. ჩემი გამოცდილი გუნდი მზად არის ამ პრობლემებს გაუმკლავდეს, ასე რომ დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბერს გამარჯვებას მოვიპოვებთ", - განაცხადა დავით ხაბეიშვილმა.