ევროკომისიის პრეს-სპიკერი ანიტა ჰიპერი აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ელენე ხოშტარიას და მოუწოდებს ხელისუფლებას მისი დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ.
"პირველ რიგში, ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს და ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს, ჟურნალისტს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს საქართველოში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ანიტა ჰიპერმა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.