მმართველი გუნდი ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის მიზანმიმართულ დეზინფორმაციასა და მანიპულაციურ განცხადებებზე საუბრობს.
გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, რომ ხაბეიშვილისთვის წაყენებული ორივე ბრალი აბსურდულია, რადგან ხაბეიშვილი მშვიდობიან დამხობაზე საუბრობდა, სისხლის სამართლის კოდექსით კი დანაშაული მხოლოდ ძალადობით დამხობის მოწოდებისთვისაა გათვალისწინებული.
"ლევან ხაბეიშვილის ბრალდების ორივე ეპიზოდი, არის სამართლებრივად აბსურდი, 317-ე მუხლის დისპოზიციის ობიექტურ მხარის სავალდებულო ნიშანი არის ის, რომ საჯაროდ მოწოდების დროს უნდა იგულისხმებოდეს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.
ლევან ხაბეიშვილის მოწოდება, არ გულისხმობდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას, ამიტომაც აბსურდია იმის მტკიცება, რომ 317-ე მუხლში არსებული ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს ლევან ხაბეიშვილის, როგორც პოლიტიკოსის მიერ გაკეთებულ განცხადებას ხელისუფლების დამხობასთან მიმართებაში, აქ შეიძლება იგულისხმებოდეს ძალადობრივი გზით დამხობა.
"კანონში წერია მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ. კანონში არის დაწერილი კონსტიტუციური წყობილებისკენ ძალადობრივი მოწოდება ან/და ხელისუფლების დამხობისკენ მიწოდება და ეს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს აღნიშნული მუხლის დარღვევად, თუკი აქ იგულისხმება ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.