19 ივნისი 2026,   04:19
ვრცლად
უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება - სუმის ოლქში თავდასხმის სამიზნე გახდა სასოფლო-სამეურნეო ობიექტი

უკრაინაში საომარი მოქმედებებია. ღამით რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ კრამატორსკს სამი ავიაბომბი ესროლეს, დაშავებულია 9 ადამიანი. სუმის ოლქში თავდასხმის სამიზნე გახდა სასოფლო სამეურნეო ობიექტი. დარტყმა იმ დროს მოხდა, როდესაც დასაქმებულები მოსავალს იღებდნენ, დაშავდა 12 პირი. თავდასხმის სამიზნე გახდა დნიპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქებიც.

საპასუხო იერიშებია უკრაინის მხრიდანაც. აფეთქება მოხდა ლენინგრადის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. ტერიტორიაზე ხანძარია.

დღის ამბები