08 ივნისი 2026,   17:46
ვრცლად
საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო - შსს

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლების მომართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს", - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს

უწყების ცნობით, შეტყობინების თანახმად, აღნიშნული ქმედება ჩაიდინა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

"სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", -აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები