აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.
აჭარის განათლების და სპორტის სამინისტროს მიერ, 2024-2025 სასწავლო წელს ჩატარებულ ოლიმპიადებსა და კონკურსებში 120 გამარჯვებული გამოვლინდა.
სულხან თამაზაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია რეგიონში ყველა ბავშვს ჰქონდეს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა.
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, საგნობრივი ოლიმპიადა ყოველწლიურად ექვს საგანში ტარდება, ასევე, კონკურსები დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის.
გასულ სასწავლო წელს ოლიმპიადებსა და კონკურსებში, საჯარო და კერძო სკოლების 15 000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.