17 აგვისტო 2026,   08:07
ვრცლად
"ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე ბუზალაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე ბუზალაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გორის ცენტრში მოსახლეობას შეხვდა და არსებულ გამოწვევებზე, ახალ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ამის შესახებ ის, სოციალურ ქსელში წერს.

"წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გორის ცენტრში შევხვდით მოსახლეობას.

შეხვედრას შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი და საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატები და პარტიული სიის წევრებიც ესწრებოდნენ.

ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე, ახალ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე.

ჩვენს გუნდთან და მოსახლეობასთან ერთად, შევძლებთ, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი ქალაქის ყველა უბანი, გვქონდეს კიდევ უფრო მეტი რეკრეაციული და სპორტული სივრცე.

გორი იქნება კიდევ უფრო მწვანე და მიმზიდველი!"- წერს კონსტანტინე ბუზალაძე

დღის ამბები