31 აგვისტო 2026,   11:19
ვრცლად
მწვანე ტექნოლოგიების ბანაკი ანაკლიაში - ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ემსჯელათ მომავლის ჭკვიან ქალაქზე, ესწავლათ ეკო-მეგობრული ტექნოლოგიები, და განევითარებინათ კრიტიკული აზროვნება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და რეგიონში შემავალი ყველა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ანაკლიაში მწვანე ტექნოლოგიების ბანაკი განხორციელდა. რეგიონის ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ემსჯელათ მომავლის ჭკვიან ქალაქზე, ესწავლათ ეკო-მეგობრული ტექნოლოგიები, განევითარებინათ კრიტიკული აზროვნება და გუნდური მუშაობა.

დასკვნით ეტაპზე, ახალგაზრდებმა წარმოადგინეს ინოვაციური პროტოტიპები. მონაწილე გუნდებს სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ.

დღის ამბები