21 ივნისი 2026,   13:18
ვრცლად
Reuters: კამჩატკაზე 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაცია აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა (USGS) გაავრცელა. მათი მონაცემებით, ბიძგების სიღრმე 39.5 კმ იყო.

გერმანიის კვლევითმა ცენტრმა მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდად შეაფასა, ხოლო სიღრმე – 10 კმ.

წყნარი ოკეანის ცუნამის გაფრთხილების ცენტრმა თავდაპირველად ცუნამის საშიშროება დააფიქსირა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ საფრთხე აღარ არსებობს. იაპონიაში, რომელიც კამჩატკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, მეტეოროლოგიურმა სააგენტომ დაადასტურა, რომ ცუნამის შესახებ გაფრთხილება არ გამოცხადებულა.

წყარო: REUTERS

დღის ამბები