თბილისის საკრებულოში ისნის (ვაზისუბანი) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", ბექა მენთეშაშვილმა "კურიერში" სტუმრობისას ახალგაზრდების საჭიროებებსა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაზე ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ ახალგაზრდებისთვის საჭირო სივრცეების, ინვენტარისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნა, მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება.
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდები და მათი განვითარება. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რამდენი შესაძლებლობა შეიძლება მივცეთ მათ სპორტში, განათლებასა და კულტურულ სფეროში. მათთვის საჭირო სივრცეები, ინვენტარი და შესაძლებლობები იქნება ჩემი პრიორიტეტი. ვმუშაობდი თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელად და ეს გამოცდილება მაძლევს საშუალებას, გავზარდო ჩვენი ახალგაზრდობის პოტენციალი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდობის როლი ქართულ პოლიტიკაში," - განაცხადა ბექა მენთეშაშვილმა.