განათლების სამინისტროში მეცნიერთა საბჭოს პირველი სხდომა გივი მიქანაძემ გახსნა. სხდომაზე აღინიშნა, რომ საბჭოს საქმიანობა სამინისტროსა და მეცნიერებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ხელს შეუწყობს.
შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო კვლევითი ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების აუცილებლობას.
მუდმივმოქმედ საბჭოს მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია უხელმძღვანელებს.