საქართველოში, აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა შეადგინა.
მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გაგრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 8 კილომეტრში იყო. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 20:56 საათზე დაფიქსირდა.