19 ივნისი 2026,   09:14
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - ხანძარი გაჩნდა ზაპოროჟიეში

უკრაინაში ომი გრძელდება - ხანძარი გაჩნდა ზაპოროჟიეში. რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად, დაიწვა კერძო სახლი, დაშავდა 66 წლის ქალი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის თქმით, საომარი მოქმედებების ფონზე, რუსეთს ფრონტზე ძალებისა და რესურსების სამმაგი უპირატესობა აქვს. ალექსანდრ სირსკი ამბობს, რომ ზოგიერთ მიმართულებაზე, სადაც რუსეთის ძალისხმევაა კონცენტრირებული, ეს უპირატესობა, შეიძლება, ოთხმაგი ან ექვსმაგიც კი იყოს.

სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ანდრეი ერმაკიც. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი იერიშებისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ სატელეფონო საუბარი შედგა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან.

დღის ამბები