08 ივნისი 2026,   17:34
ვრცლად
თაღლითობის ფაქტზე ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი დააკავეს - საქმე ეხება 72 800 ევროს მითვისებას

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ მომხმარებელმა, უცხო ქვეყნიდან თანხის საქართველოში გადმორიცხვის მიზნით, მიმართა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებულ პროვაიდერს. ს.პ.-მ მომსახურების თითქოსდა გაწევის მიზნით, გადმოსარიცხი თანხა - 72 800 ევრო, მომხმარებელს გადააცემინა საზღვარგარეთ მყოფ მის ნდობით აღჭურვილ პირზე.

გამოძიება გრძელდება დანაშაულში ჩართულ სხვა პირთა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოსავლენად.

დღის ამბები