ლონდონში მეტროს თანამშრომლებმა ერთკვირიანი გაფიცვა დაიწყეს. ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსია მოსალოდნელი. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
პროტესტს ცხრათვიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. სამუშაო პირობების შესახებ დავა თანამშრომლების წარმომადგენელ პროფკავშირსა და სატრანსპორტო კომპანიას შორის ვერ მოგვარდა.
დასაქმებულები გაუმჯობესებულ ანაზღაურებას და შემცირებულ სამუშაო საათებს ითხოვენ.