ვლადიმერ პუტინი მზადაა, შეხვდეს ვოლოდიმირ ზელენსკის, არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ ნებისმიერ ადგილას, - ამ თემაზე ინფორმაცია მედიას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა მიაწოდა. რობერტ ფიცოს განცხადებით, ის რუსეთის პრეზიდენტს პირადად ესაუბრა.
"ორივე მხარე ხვდება, რომ აუცილებელია შეხვედრა და ამ საკითხის განხილვა, რადგან თუ ისინი მოლაპარაკებებს არ დაიწყებენ, ომი გაგრძელდება", - განაცხადა ფიცომ.
სლოვაკეთის პრემიერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ერთი მხრივ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და მეორე მხრივ ომის დასრულების შემდეგ მასთან საერთაშორისო თანამშრომლობის რაც შეიძლება სწრაფად დაწყება აუცილებელია.