უკრაინაზე რუსეთის მასშტაბურ შეტევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 11 პირი. აფეთქების ხმა ისმოდა - კიევში, დნეპრში, ოდესაში, ზაპოროჟიეში, კრემენჩუგსა და კრივი რიგში.
ომში მყოფი ქვეყნის თავდაცვის ძალები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ რუსული რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიებას.
ოკუპანტის სამიზნე სამოქალაქო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა იყო. კიევში მინისტრთა კაბინეტის შენობა დაიწვა.