გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შენჭენში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN ქართული ნაციონალური პავილიონი მოეწყო, სადაც რვა ქართულმა კომპანიამ წარადგინა პროდუქცია.
კომპანიებს წარმოდგენილი ჰქონდათ ქართული წარმოების თხილი, თაფლი, ღვინო, წვენები და წყალი. 2025 წელს გამოფენაში SIAL SHENZHEN მონაწილეობა მიიღო 55,000-ზე მეტმა კომპანიამ 75-მდე ქვეყნიდან; გამოფენას წელს 70,000-მდე ვიზიტორი სტუმრობდა.
აღსანიშნავია, გამოფენები "SIAL" გარდა შენჭენისა (SHENZHEN), ტარდება პარიზში, მონრეალში, ტორონტოში, შანხაიში, ნიუ დელში, კუალა ლუმპურსა და ჯაკარტაში.
საერთაშორისო გამოფენა 1-3 სექტემბერს მიმდინარეობდა.