19 ივნისი 2026,   08:25
ვრცლად
პოლიტიკოსების მოულოდნელი გარდაცვალება გერმანიაში - რა ვერსიები ვრცელდება რაინ-ვესტფალიაში ადგილობრივი არჩევნების წინ მომხდარ საეჭვო გარემოებებზე

ვოლფგანგ სეიცი, რალფ ლანგე, რენე ჰერფორტი, პატრიკ ტიეტცე და კიდევ 12 პოლიტიკოსი - გერმანულ საარჩევნო ბიულეტენებზე დატანილი სახელები და გვარები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც გაირკვა, რომ თითოეული მათგანი ადგილობრივ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

დაღუპულთაგან 7 პირი რაინ-ვესტფალიაში ადგილობრივ არჩევნებზე პარტიას "ალტერნატივა გერმანიისთვის" წარმოადგენდა. ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრების გარდაცვალებამ ეჭვი გააჩინა, რომ მომხდარი შემთხვევითი არ ყოფილა და გერმანიის წამყვანი ჩრდილოვანი ძალები პოლიტიკურ ჯგუფთან ბრძოლის სასტიკ ფორმას მიმართავენ. "ალტერნატივა გერმანიისთვის" ახლა დეტალური გამოძიების მოლოდინშია და საკითხის ინდივიდუალურად მოკვლევასაც არ გამორიცხავს.

მომხდარზე ვრცელი განცხადება ჯერ არ გაუკეთებია პოლიტიკური პარტიის გენერალურ მდივანს. ალის ვაიდელი მხოლოდ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ანალიტიკოსის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა და მის მოსაზრებას დაეთანხმა.

გერმანიაში პოლიტიკოსების მოულოდნელი გარდაცვალების საკითხი, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც განიხილება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ანალიტიკოსები და ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტები, პარალელს მსოფლიოში უკვე მომხდარ მსგავს შემთხვევებთან, მათ შორის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობასთან ავლებენ. ვაშინგტონში ამბობენ, რომ პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაწყებული ე.წ. სიკვდილის კამპანიის მიღმა ჩრდილოვანი ძალები დგანან, რომლებიც მსოფლიოში სუვერენული და კონსერვატიული იდეოლოგიის გავრცელებას ეწინააღმდეგებიან.

16 კანდიდატის გარდაცვალებაში საეჭვო გარემოება საგამოძიებო უწყებამ ჯერ ვერ დაადგინა. გერმანიის პოლიცია ახლა მხოლოდ იმას ამბობს, რომ 16-ვე პირი ბუნებრივი მიზეზით გარდაიცვალა. კონსერვატიული საზოგადოება ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და მომხდარს, პარტია "ალტერნატივა გერმანიის" წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევს.

 

ავტორი: ლუკა ჩანგელია

დღის ამბები