08 ივნისი 2026,   18:30
ვრცლად
"პლაჟო", "ჩორნა", "შკივია", "ჭინკა" - ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, სადავო 3 000 ლარი და ქურდული გარჩევებისთვის დაკავებული 30 პირი

სპეციალური აღჭურვილობით და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით, პოლიცია 30-მდე მისამართზე მობილიზდა. "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ სპეცოერაცია თბილისში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში და კახეთში, დღეს გამთენიისას ერთდოულად ჩატარდა.

"ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტზე პოლიციამ ხელბორიკლიები 19 პირს დაადო, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის 7-ს , 4-ს კი, გამოძიება "ქურდულ სამყაროსთან" კავშირს ედავება. დაკავებულებს შორის არიან ე.წ. კრიმინალური ავოტირტეტები, რომლებიც, გამოძიების ინფორმაციით, დაპირისპირებულ მხარეებს ფინანსაური დავის მოგვარებას პირდებოდნენ.

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები დავების მოგვარებაში უცვლელი მეთოდით ერთვებოდნენ - აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, იღებდნენ გადაწყვეტილებას და ფინანსურ დავაში ჩართულ ერთ-ერთ პირს, მეორის სასარგებლოდ თანხის გადახდას აიძულებდნენ. კრიმინალური გარჩევების დამადასტურებელი მტკიცებულებები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. 

"პლაჟო", "ჩორნა" და "შკივია" - ეს ე. წ. კრიმინალური ავტორიტეტები, მოდავე მხარეებს საკუთარი გავლენებით და ე.წ. კანონიერი ქურდებით აშინებდნენ.

ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად, ფინანსური დავების მოგავრებაში, საზღვაგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდიც მოაწილოებდა. ირკვევა,  რომ მიღებული ფიანანსური სარგებლის ნაწილი ე.წ. კანონიერი ქურდის, თენგიზ ხოფერიასთვის, მეტსახელად "ჭინკასთვისაც" უნდა მიეცათ. გასაყოფი თანხა 3,000 ლარი იყო, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე "ჭინკას" ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ბრალდებულია კიდევე ერთი პირი, რომელიც საქართველოში არ იმყოფება.

ფიზიკური ანგარიშწორებით ემუქრებოდნენ ყველას, ვინც ე.წ. ქურდულ წესებს არ დაემორჩილებოდა და თანხას დროულად არ მიიტანდა, სატალეფონო საუბრებში ისმის სიცოცხლის მოსპობის მუქარაც.

ფინანსური დავების მომგვარებლებმა თანხის აღება ვერ მოასწრეს. სამართალდმცველებმა დანაშაულებრივი სქემა მალე გაშიფრეს.

32 ბრალდებულის საქმეში, ფარული სატელეფონო ჩანაწერების გარდა სხვა მტკიცებულებებიც დევს. ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, ფული, ასევე ის მობილური ტელეოფნები, რომლითაც ბრალდებულები ერთმანეთს ესაუბრებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აორგანიზებდნენ, პოლიციამ ჩხრეკისას ამოიღო.

დაკავებულების ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს, ნაწილი კი ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია.

"ქურდულ სამყაროსთან" კაშირში მყოფი სხვა პირების დასადგენად, საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად გრძელდება. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

დღის ამბები