თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში, სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, უსაფრთხოების მართვის ინსტიტუტის სტრატეგიული დონის კიბერსწავლება Operation Cross Shield ჩატარდა.
სწავლების დახურვის ღონისძიებას, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე დაესწრო. მან სწავლების მნიშვნელობა აღნიშნა და აშშ-ის წარმომადგენლებსა და სწავლების მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
სწავლება მიზნად ისახავდა ეროვნული კიბერუსაფრთხოების არქიტექტურაში უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწასა და კიბერკრიზისებზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმების სრულყოფას.