08 აგვისტო 2026,   00:51
ვრცლად
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი “აწარმოე საქართველოში” სააგენტოს დირექტორს შეხვდა

დევნილი მეწარმეების გაძლიერებისა და ხელშეწყობის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი "აწარმოე საქართველოში" სააგენტოს დირექტორს შეხვდა.

მხარეებმა არსებული სახელმწიფო პროგრამებისა და საერთო ინიციატივების ფარგლებში, აფხაზეთიდან დროებით დევნილი მეწარმეების გაძლიერებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე აცხადებს, რომ "აწარმოე საქართველოში"-სთან მჭიდრო კავშირი მნიშვნელოვანია. 

"ჩვენი დიდი ინტერესია ამ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობა, ვინაიდან ჩვენი დევნილი მეწარმეებიც არიან აქტიურად ჩართულები ამ პროგრამაში. 

განვიხილეთ სააგენტოს ხელმძღვანელთან პერსპექტივები, ვფიქრობთ "აწარმოე საქართველოში" მონაწილე დევნილებს ვფიქრობთ შევთავაზოთ დამატებითი ბონუსები და ძალიან მოკლე ხანში უფრო დეტალურად ვაცნობთ საზოგადოებას დეტალებს", - აცხადებს ნასარიძე. 

დღის ამბები