ზესტაფონის მუნიციპალიტეტში "ჯორჯია მეტალის" საწარმო გაიხსნა. გახსნის ცერემონიას სოფელ არგვეთაში პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
მეტალურგიული ქარხანა სპეციალიზებულია სამშენებლო არმატურის წარმოებაში. ქარხნის წლიური გამომუშავება 400 ათასი ტონაა. აქცენტი კეთდება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.