განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით, გაიმართა სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს პირველი სხდომა.
გივი მიქანაძემ პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები, გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრის ბოლოს გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის საპატიო წევრად აირჩიეს.
"ეს საბჭო მინისტრის ბრძანების საფუძველზე ჩამოყალიბდა და მუდმივმოქმედ ფორმატში, ყოველთვიურად გვექნება შესაძლებლობა, შევხვდეთ პროფესიული კოლეჯის დირექტორებს და განვიხილოთ სხვადასხვა გამოწვევა, რომ უფრო მეტ მოქალაქეს მივცეთ შესაბამისი ცოდნა, რათა შემდგომში ისინი იყვნენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები," - აცხადებს გივი მიქანაძე.