08 აგვისტო 2026,   06:59
ვრცლად
34 512 აბი მეთადონი, ჰეროინის, მორფინის და კოდეინის შემცველი ორ ლიტრამდე სითხე - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, რომლის სამალავიც სახლის ეზოში იყო მოწყობილი

34 512 - აბი მეთადონი, ჰეროინის, მორფინის და კოდეინის შემცველი ორ ლიტრამდე სითხე - პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო.

ნარკოდანაშაულის ეპიცენტრი ფონიჭალაა - ნარკოტიკების სამალავი იაკობ ცურტაველის ქუჩაზე მდებარე სახლის ეზოში იყო მოწყობილი.

საცხოვრებელი სახლი, სადაც 34 512 აბი მეთადონი და სხვა დასახელების ნარკოტიკები ინახებოდა, 58 წლის ქალს ეკუთვნის. "კურიერის" ინფორმაციით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ემინა ფაშაევაა ბრალდებული, ის უკვე ნასამართლევია. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

"კურიერი" ბრალდებულ ამინა ფაშაევას მეზობლებს გაესაუბრა, ფონიჭალაში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების დეტალები კარგად იციან, ამბობენ რომ 58 წლის ქალი, გარეთ იშვიათად გადიოდა.

ნარკოდანაშაულის კვალზე პოლიცია ოპერატიული ინფორმაციით გავიდა. ცურტაველის ქუჩაზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დეტალები შინაგან საქმეთა
მინისტრის მოადგილემ განმარტა.

ბრალდებულ ამინა ფაშაევას უკვე ჰყავს ადვოკატი. ინტერესების დამცველი მხოლოდ ბრალის დადგენილებაზე ამახვილებს ყურადღებას.

ბრალის დადგენილებით, 34 512 აბ მეთადონს და სხვა დასახელების ნარკოტიკს სწორედ ამინა ფაშაევა ინახავდა. ნარკოდანაშაულის საქმეზე ოფიციალური განცხადება, დღის ბოლოს პროკურატურაშიც გაკეთდა.

ფონიჭალის დასახლებაში, საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის
თანამშრომლებმა ერთობლივად ჩაატარეს.

დღის ამბები