08 აგვისტო 2026,   02:35
ვრცლად
საქმეში გვაქვს შესყიდვის დოკუმენტაცია, სადაც ჩანს, რომ შეძენილია გარკვეული ნივთები, რომელიც გამოყენებული იყო 2024 წელს აქციის მიმდინარეობისას - პროკურორი ქეთევან ჩაჩავა

საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების გამოკითხვა გრძელდება.

ამ წუთებში იწყება გიორგი მშვენიერაძის დაკითხვა, მანამდე კი დაბარებული იყო თამთა მიქელაძე, რომელმაც პროცესის ხვალისთვის გადადება მოითხოვა.

პროკურორი ქეთევან ჩაჩავა აცხადებს, რომ გარკვეული პირები აფინანსებდნენ სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით აქციის მონაწილეების მომარაგებას.

მისივე თქმით, საქმეში არსებობს შესყიდვის დოკუმენტაცია, სადაც ჩანს, რომ შეძენილია გარკვეული ნივთები, რომელიც გამოყენებული იყო 2024 წელს აქციის მიმდინარეობისას:

"2024 წელს, გაზაფხულზე აქციები გასცდა მშვიდობიანი აქციის ფარგლებს, ადგილი ჰქონდა ძალადობას, გამოყენებული იქნა სხვადასხვა ტექნიკური საშუალება - პიროტექნიკა, აალებადი ნივთიერებები, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რამაც გამოიწვია ძალადობის წახალისებას. პარალელურად, ადგილი ჰქონდა მონაწილეთა ფინანსურ წახალისებას, ჯარიმების გადახდას და ა.შ., რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ის სურათი, რომ წახალისდა წინააღმდეგობა პოლიციელთა მიმართ.

რაც შეეხება ამ პირთა დაბარებას, სხვა გარკვეული პირები აფინანსებდნენ სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით მომარაგებას. შეძენილი იქნა აირწინაღები, წიწაკის სპრეი და ა.შ. ჩვენ საქმეში გვაქვს შესყიდვის დოკუმენტაცია, სადაც ჩანს, რომ შეძენილია გარკვეული ნივთები, რომელიც გამოყენებული იყო 2024 წელს აქციის მიმდინარეობისას. შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით გვაქვს შეკითხვები, რამდენად ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა ამას,"- აცხადებს პროკურორი ქეთევან ჩაჩავა.

დღის ამბები