პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "დიფ სთეითის" გავლენების შესახებ ისაუბრა.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ტრამპის ადმინისტრაციამ ამხილა "დიფ სთეითის" ქმედებები, ახლა კი, ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა, რომ ამ მხილებების შემდეგ, ურთიერთობები აეწყოს ერთმანეთის ინტერესების პატივისცემაზე.
"ჩვენ ვიცით რა არის ფაქტები, ფაქტები არის ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით "დიფ სთეითზე", მავნე გავლენაზე, ამერიკის ბიუჯეტის ხარჯვაზე აქ რევოლუციებზე, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაშიც იხარჯებოდა ამერიკელი გადამხდელების ფულები. ყველაფერი ეს დაადასტურა ტრამპის ადმინისტრაციამ.
ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა, რომ ამ მხილებების შემდეგ, ურთიერთობები აეწყო ერთმანეთის ინტერესების პატივისცემაზე. ჩვენ ამაზე არაერთხელ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ ვთქვათ - ეს არის ქართველი ხალხის ინტერესი, გვითხარით რა არის ამერიკელი ხალხის ინტერესი. არ მგონია, რომ ქართველ ხალხს აქვს რაღაც ისეთი ინტერესი, რომელიც ამერიკელი ხალხის ინტერესების თანხვედრაში არ მოვიდეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.