17 აგვისტო 2026,   07:14
ვრცლად
"გვებლატავება გერმანიაში გაქცეული ადამიანი. საერთოდ არ მივიჩნევ მე ოპოზიციონერ პოლიტიკურ ფიგურად" - ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი გახარიაზე

"გახარიას საერთოდ არ მივიჩნევ იმ ადამიანად, რომელზეც კომენტარი საერთოდ უნდა კეთდებოდეს. ეს კაცი პოლიტიკურად სად არის, არავინ არ იცის," - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, გიორგი გახარიას ოპოზიციურ პოლიტიკურ ფიგურად არ მიიჩნევს.

"დღეს ძალიან სწორი თქვა ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პატიმარმა - გვებლატავება გერმანიაში გაქცეული ადამიანი, რომელიც საერთოდ გაიქცა ბრძოლის ველიდან. მანამდე კი, ჩემი პარტიის ლიდერზე, მიხეილ სააკაშვილზე გვახსოვს ხომ მისი ვითომ ამ მაჩოს სტილის გამოსვლები? ეს კაცი ჩამოვიდა, ჩაჯდა, შენ სად ხარ? როცა გადამწყვეტი მომენტი იყო ქვეყნის, მაშინ გაიქეცი. იმ კაცს საერთოდ არ მივიჩნევ მე ოპოზიციონერ პოლიტიკურ ფიგურად", - აღნიშნა ფავლენიშვილმა.

დღის ამბები