17 აგვისტო 2026,   02:50
ვრცლად
"ჩვენ შეგვიძლია დაგვარქვან ჯგუფი, რომელიც ლუსტრაციას მოახდენს ყველა პოლიტიკოსის, პირველ რიგში ხელისუფლების და ე.წ. ოპოზიციის" - კახა ძაგანია

"ჩვენ შეგვიძლია დაგვარქვან ჯგუფი, რომელიც ლუსტრაციას მოახდენს ყველა პოლიტიკოსის, მნიშვნელობა არ აქვს - პირველ რიგში ხელისუფლების და ე.წ. ოპოზიციის", - ამის შესახებ "მემარცხენე ალიანსის" დამფუძნებელი, კახა ძაგანია "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს.

"ჩვენ შეგვიძლია დაგვარქვან ჯგუფი, რომელიც ლუსტრაციას მოახდენს ყველა პოლიტიკოსის, მნიშვნელობა არ აქვს - პირველ რიგში ხელისუფლების და ე.წ. ოპოზიციის. დავიწყოთ იმით, რომ ორივე - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იძახის, რომ ევროკავშირში უნდა მიგვიღონ. ხელისუფლება იძახის, ჩვენ რომ ვიქნებით მიგვიღებენო, ოპოზიცია იძახის, ესენი რომ არიან არ გვიღებენ, ჩვენ უნდა ვიყოთ, რომ მიგვიღონო. ამ დროს, არც ერთი ჯგუფი და არც მეორე ჯგუფი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პოლიტიკური ჯგუფიც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ევროკავშირში მიღების არანაირი შანსი არა აქვს დღესდღეობით ასეთი ფორმატით საქართველოს. ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც ჰყავს ევროკავშირს, ევროკავშირის წესდებით კი არ მოქმედებს, ულტრამემარცხენე პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან. უნდა ვიცოდეთ, გვიღებენ თუ არ გვიღებენ და ღირს თუ არ ღირს. ჩვენ ფაქტების კონსტატაციას ვახდენთ და მერე საზოგადოებამ ამოირჩიოს, ეს ფაქტები სწორია, ტყუილია და რომელ გზაზე იაროს მართალი ფაქტების კონსტატირების შედეგად გაკეთებული ანალიზით", - აცხადებს კახა ძაგანია. 

დღის ამბები