"ყველა გულშემატკივარი, რომელიც დღეს აქ შეიკრიბა, ერთი ენერგიით ვარ გაერთიანებული, ენერგიით, რომელიც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი თითოეული მუნიციპალიტეტის წინ წაყვანას", -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
"დარწმუნებული ვარ, რომ სულ უფრო მეტად და მეტად ენერგიულად იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები იმისთვის, რომ როგორც პრემიერმა თქვა, მოიხსნას ყველა რეკორდი, ყველა გამოვიდეს საარჩევნო უბანზე და კიდევ ერთხელ, ამ განვლილი წლებით, იმ ბრძოლით, რომელიც ჩვენ გამოიარეთ, გახსნას საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გასვლის კვანძი იმ მხარდაჭერით, რომელსაც დააფიქსირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.