17 აგვისტო 2026,   07:37
ვრცლად
"ეს არჩევნები კახა კალაძისთვის რეკორდული იქნება პროცენტული მაჩვენებლით, გვექნება ამბიციური მიზანი, პარტიული კუთხით მოვხსნათ ყველა რეკორდი, ამისთვის ყველა საფუძველი არსებობს" - ირაკლი კობახიძე

ვფიქრობ, ეს არჩევნები კახა კალაძისთვის რეკორდული იქნება პროცენტული მაჩვენებლით, გვექნება ამბიციური მიზანი, პარტიული კუთხით მოვხსნათ ყველა რეკორდი, ამისთვის ყველა საფუძველი არსებობს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კახა კალაძის ცენტრალური საარჩევნო შტაბის გახსნისას განაცხადა. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კახა კალაძე და მისი გუნდი არიან გარანტი, რომ თბილისი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო განვითარდება.

"ეს არჩევნები, მე ვიტყოდი, შედარებით მოსაწყენია წინა არჩევნებთან შედარებით, რადგან კონკურენტები, უბრალოდ, არ ჰყავს კახა კალაძეს. არც პარტიულად გვყავს მაინცდამაინც კონკურენტები, თუმცა, ჩვენით უნდა გავიხალისოთ ეს არჩევნები და მიზნად დავისახოთ რეკორდების დამყარება. მე ვფიქრობ, ეს არჩევნები კახა კალაძისთვის რეკორდული იქნება პროცენტული მაჩვენებლით. გვექნება ძალიან ამბიციური მიზანი და პარტიული კუთხით უნდა მოვხსნათ ყველა რეკორდი, ამისათვის ყველა საფუძველი არსებობს. მთავარი საფუძველი არის ის საქმეები, რაც პირადად კახა კალაძესა და მის გუნდს აქვს გაკეთებული თბილისისთვის.

ყველას გვახსოვს, როგორი იყო ჩვენი დედაქალაქი რვა წლის წინ და, როგორ შეიცვალა ამ წლების განმავლობაში. გამორჩეული გემოვნებითა, სიყვარულითა და გულისხმიერებით კეთდებოდა თითოეული საქმე.

ამაში უპირველესი და მთავარი დამსახურება ეკუთვნის კახა კალაძეს. მე, როგორც რიგითმა თბილისელმა, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ საქმისთვის, რაც ჩვენი დედაქალაქისთვის უკეთებია. გუნდის გარეშე შეუძლებელია ამ საქმეების კეთება.

ეს გუნდი და უპირველესად კახა კალაძე არიან გარანტი, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მეტად გალამაზდება და განვითარდება შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში. გაუმარჯოს ჩვენს გამარჯვებას, გაუმარჯოს კახა კალაძეს. წარმატებებს გისურვებთ", – განაცხადა კობახიძემ.

 

დღის ამბები