76 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მუსიკოსი, მომღერალი, მწერალი და მხატვარი მანანა მენაბდე. ის ბოლო თვეები მძიმე დაავადებას ებრძოდა. მანანა მენაბდე 1948 წელს, მომღერლების, დები იშხნელების ოჯახში დაიბადა.
მისი ცხოვრება იყო ხელოვნების უწყვეტი ნაკადი, სცენიდან ეკრანამდე და ფურცლიდან ტილომდე. მას ყოველთვის ახასიათებდა ინდივიდუალიზმი და საკუთარი, განუმეორებელი სტილი. ხატავდა, წერდა, თუმცა მისი ცხოვრების ყველა ეტაპზე, გამორჩეული ადგილი მაინც მუსიკას ეკავა.
მუსიკა მისთვის მხოლოდ პროფესია კი არა, ოჯახური ტრადიციაც იყო მანანა მენაბდე დები იშხნელების ოჯახში დაიბადა.მათგან მემკვიდრეობით მიღებული ნიჭი კი თავისებურად წარმართა. მან კარგად იცოდა, როგორ შეიძლება ყველაზე ძველის, ყველაზე თანამედროვედ გარდაქმნა ისე რომ სიძველეს ფასი და ხიბლი არ დაეკარგოს. მენაბდეს კარიერა ორკესტრ „რეროსთან“ დაიწყო, საიდანაც მსმენელს კარგად ნაცნობი სიმღერების ახალი ინტერპრეტაციები შესთავაზა.
ფართო საზოგადოებამ მისი მუსიკა პირველად ლანა ღოღობერიძის ფილმში „დღეს ღამე უთენებია“ მოისმინა. ფილმმა 1982 წელს კანის კინოფესტივალზე მაყურებლის პრიზი მოიპოვა, სადაც მანანა მენაბდე საკუთარ სიმღერებს თვითონვე მრეროდა და ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა.
შემდეგი წლები კინოშემოქმედებაში გაგრძელდა - „არსენას ლექსი“ და „სიბრძნე სიცრუისა“ იმ ფილმებს შორისაა, სადაც მან თავი მსახიობის როლშიც გამოავლინა. სცენასა და ეკრანს მიღმა ფოლკლორულ-ჯაზ ანსამბლებთან „შინ“ და „ადიო“ ქტიურად თანამშრომლობდა , მუშაობდა საქართველოს რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის მუსიკალურ რედაქციაში.
2004 წელს მისი იგავების წიგნი "და დრო გადიოდა" გამოიცა. საკუთარ თავს კი ასე ახასიათებდა. რამდენიმე თვიანი ავადმყოფობის შედეგად მანანა მენაბდე 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართველი ხელოვანის ოჯახს სამძიმარი საქართველოს პრემიერ მინისტრმა და პრეზიდენტმა გამოუცხადეს. სამძიმრის წერილებში ნათქვამია რომ მისი შემოქმედება საზოგადოების მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.