ქუთაისში, დააკავეს ქალი, რომელმაც ორ წლამდე შვილიშვილი tiktok LIVE-ში სცემა. ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას ითვალისწინებს.