ავღანეთში, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე რეგიონში, პაკისტანის საზღვართან ახლოს, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
წინასწარი შეფასებით, დაიღუპა 250 ადამიანი, სტიქიის შედეგად დაშავდა 500 პირი. დანგრეულია ათობით სახლი და შენობა ნაგებობა. მიმდინარეობს სამძებრო სამაშველო სამუშაოები.
თალიბანის დაჯგუფების წარმომადგენლები ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს მთიან რაიონებში სამაშველო ოპერაციაში დახმარებას სთხოვენ.
როგორც უცხოური მედია წერს, მძლავრი ბიძგები იგრძნობოდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ასევე პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში.