ევროპა უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის განთავსების მკაფიო გეგმებზე მუშაობს - განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა გამოცემა "ფაინენშალ თაიმსთან" ინტერვიუში გააკეთა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა განმარტა, რომ ეს ზომა ომის დასრულების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შემადგენელი ნაწილი იქნება და მას მხარს ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს.
ამასთან ერთად, ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის თითოეული სახელმწიფო
გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.