17 აგვისტო 2026,   00:53
ვრცლად
პარლამენტის საშემოდგომო სესია 2 სექტემბერს გაიხსნება - განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა დროებითი საგამოძიებო კომისიის 430 გვერდიანი დასკვნა იქნება

პარლამენტი საშემოდგომო სესიის გახსნისთვის ემზადება. რეგლამენტის თანახმად, კანონმდებლები პირველ სესიაზე სექტემბრის პირველ სამშაბათს, ანუ ხვალ შეიკრიბებიან.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა დროებითი საგამოძიებო კომისიის 430 გვერდიანი დასკვნა იქნება.

"ქართული ოცნების" წარმომადგენელთა ინფორმაციით, მასში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელ დღემდე ჩადიოდნენ.

სესიაზე წარდგენამდე კომისიის მიერ მომზადებული შემაჯამებელი დასკვნა დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

 

დღის ამბები