21 ივნისი 2026,   13:19
ვრცლად
ბერლინში, ირლანდიელი მომიტინგე საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც გერმანელმა პოლიციელმა სახეში მუშტი ურტყა (ვიდეო)

ბერლინში, ირლანდიის მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც გერმანელმა პოლიციელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დააკავა ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენების გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე, - ამის შესახებ The Irish Timesი წერს.

მედიასაშუალება აქვეყნებს კადრებს, რომელშიც პოლიციელის მიერ მომიტინგის ფიზიკური შეურაცხყოფაა ასახული.

ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი მომიტინგეს მუშტს სახეში ორჯერ.

მომხდარით შეშფოთებულია ირლანდიის ელჩი გერმანიაში. დიპლომატი შემთხვევას მიუღებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ გერმანიის ხელისუფლებას უკვე მიმართა.

დღის ამბები