16 აგვისტო 2026,   23:19
ვრცლად
"ეკონომიკა რომც გაიზარდოს, თუ ეს ეკონომიკური სარგებელი ხალხს თანაბრად და სამართლიანად არ მოხმარდა, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ზრდას?" - გიორგი შარაშიძე

სავალუტო რეზერვები გაზრდას, რომლის შესახებაც ინფორმაცია ეროვნული ბანკმა გამოაქვეყნა, შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. იქამდე, სანამ ეროვნული ბანკის მონაცემები გამოქვეყნდებოდა, ოპოზიციის და ექსპერტების ცალკეული წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეროვნული ბანკი რეზერვების გაზრდას ვერ შეძლებდა. 

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებებს მისი პარტიის წარმომადგენლები არ აკეთებდნენ. 

"ჩვენი პარტიის წარმომადგენლები ამას არ აანონსებდნენ და ჩვენი მიზანი ეს ნამდვილად არ არის. მაგრამ, თუკი საქართველო დაკარგავს უვიზო მიმოსვლა და აქტიურ დაპირისპირებაში გადავა დასავლეთთან, ეს სამწუხაროდ, შეიძლება გახდეს გარდაუვალი სცენარი,"- აცხადებს ლევან სანიკიძე.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ ეკონომიკა რომც გაიზარდოს, თუ ეს ეკონომიკური სარგებელი ხალხს სამართლიანად არ მოხმარდა, მის ზრდას აზრი არ აქვს. 

"შეფასება ეკონომიკასთან დაკავშირებით შემიძლია გავაკეთო იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც არის ჩვენი ქალაქების და სოფლების ქუჩებში, რამდენად უჭირს ხალხს. ეკონომიკა რომც გაიზარდოს, თუ ეს ეკონომიკური სარგებელი ხალხს თანაბრად და სამართლიანად არ მოხმარდა, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ზრდას? ეს არის მთავარი," - აცხადებს გიორგი შარაშიძე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. სებ-მა წლის დასაწყისიდან საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მილიარდ 300 მილიონი დოლარით გაზარდა. ივლისის მდგომარეობით, რეზერვების მოცულობა ჯამში 5 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

დღის ამბები