18 აგვისტო 2026,   15:05
ვრცლად
პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაუპირისპირდნენ - ლევან ნიკოლეიშვილი "კურიერთან" იხსენებს, რა მიზეზით დაიწყო ინციდენტი

კადრები, რომელიც სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელდა, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს შორის დაპირისპირებას ასახავს. ინციდენტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. შემთხვევას შეესწრო "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრიც. მომხდარის ამსახველი კადრები სწორედ მან გადაიღო. ლევან ნიკოლეიშვილი "კურიერთან" იხსენებს, რა მიზეზით დაიწყო ინციდენტი.

მმართველი პარტიისთვის, გუშინ ღამით მომხდარი ინციდენტი პროვოკაციის ნიშნებსაც შეიცავს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ თუ პროტესტი კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნებს გასცდება, მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება.

აქციების პარალელურად, ინციდენტებს ოპოზიციის ნაწილი არ უარყოფს, თუმცა ამბობენ, რომ მათი რაოდენობა მინიმალურია.

პარლამენტის წინ მომხდარი საზოგადოებაში შუღლის გაღვივების მცდელობაა მმართველი პარტიისთვის. სახელისუფლებო გუნდის წევრების განცხადებით, ამერიკელ ტურისტზე თავდასხმა ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინებაა.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მომხდარი ინციდენტი პოლიციის რეაგირების შემდეგ განიმუხტა. თვითმხილველების თქმით, სწორედ საპატრულო პოლიციამ განარიდა ტერიტორიას, როგორც ამერიკელი ტურისტი, ასევე ინციდენტში მონაწილე აქტივისტები.

დღის ამბები