08 ივნისი 2026,   21:36
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ-დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს შპს "ენგურჰესი"-ს ობიექტების დაცვის განყოფილების უმცროსმა ინსპექტორმა - 1981 წელს დაბადებულმა მ.ჯ.-მ, უკანონოდ შეიძინა და ასევე, უკანონოდ ინახავდა "მეთადონის" შემცველ ნარკოტიკულ საშუალებას.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები