08 აგვისტო 2026,   06:23
ვრცლად
"გემოფესტი" გურიაში - მასშტაბურ გასტრონომიულ ფესტივალში მონაწილეობა ოზურგეთიდან, ლანჩხუთიდან და ჩოხატაურიდან სპეციალურად შერჩეულმა 13-მა მონაწილემ მიიღო

ყველაზე მასშტაბურმა გასტრონომიულმა ფესტივალმა სტარტი გურიიდან აიღო. შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში "გემოფესტი" წელს პირველად ჩატარდა. მასში მონაწილეობა ოზურგეთიდან, ლანჩხუთიდან და ჩოხატაურიდან, სპეციალურად შერჩეულმა 13-მა მონაწილემ მიიღო.

მონაწილეებმა ტრადიციული გურული კერძები და მისი თანამედროვე ვარიაციები წარმოადგინეს. კულინარები ცნობილმა შეფ-მზარეულებმა გადაამზადეს.

ადგილზე, კვების სივრცეებთან ერთად, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი მოეწყო. ღონისძიების ორგანიზატორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა.

გურიის შემდეგ, "გემოფესტს" რაჭა უმასპინძლებს. ღონისძიება 29 აგვისტოდან ამბროლაურში გაგრძელდება.

დღის ამბები