გურული გემოები და გასტრონომიული ფესტივალი შეკვეთილში - მუსიკოსთა პარკი "გემო ფესტს", წელს პირველად მასპინძლობს. ადგილზე მოწყობილია კვების სივრცე, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობები.
ორი დღის განმავლობაში, სტუმრები ადგილზე ტრადიციულ კერძებთან ერთად, თანამედროვე ვარიაციებსაც დააგემოვნებენ.