07 აგვისტო 2026,   21:37
ვრცლად
ემიგრაციიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს, გორში, ხელის ტრაქტორები გადაეცათ - სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა, ქვეყნის მასშტაბით 80-მდე დაბრუნებულმა მიგრანტმა მიიღო

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, გორში, ხელის ტრაქტორები გადაეცათ.

ამ ეტაპზე, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებმა 18-მა, ხოლო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 80-მდე დაბრუნებულმა მიგრანტმა მიიღო. 

დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა თუ თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის, სხვადასხვა ტიპის ტექნიკა და ინვენტარი, ყოველწლიურად, 200-მდე მიგრანტს გადაეცემა. 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამის მთავარ მიზანს რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

დღის ამბები