19 ივნისი 2026,   22:46
ვრცლად
ვიდრე მსოფლიო ლიდერები პუტინი-ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებას ცდილობენ, უკრაინაში ომი გრძელდება - ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა იერიში რამდენიმე რეგიონზე მიიტანეს

ვიდრე მსოფლიო პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებას ცდილობს, უკრაინაში ომი გრძელდება.

ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა რამდენიმე რეგიონზე მიიტანა იერიში. არიან დაშავებულები.

რუსეთის მიერ სუმის ოლქზე დრონებით თავდასხმის შედეგად, 12 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის,  2 ბავშვია. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი და სხვა ინფრასტრუქტურა.

თავდასხმა იყო ოდესაზეც. აფეთქების შედეგად იქ მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. დაშავდა 1 ადამიანი.

რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის გრძელდება ინტენსიური შეტაკებები ფრონტის ხაზზე.

დღის ამბები