23 აგვისტო 2026,   09:15
ვრცლად
პრემიერი: ჩვენ აშშ-თან გვსურს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით, სადაც აისახება ორმხრივი სარგებელი როგორც აშშ-სთვის, ისე საქართველოსთვის

"ჩვენ გავუგზავნეთ დონალდ ტრამპს როგორც ღია, ისე დახურული წერილები და საერთო სულისკვეთება იყო ამ წერილებში, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ აშშ-სთან გვსურს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება, გვსურს განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილ დახურულ წერილს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში ასახული უნდა იყოს სარგებელი ორივე ქვეყნისთვის, როგორც აშშ-სთვის, ისე საქართველოსთვის.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქნება ჯანსაღი დამოკიდებულება, განახლდება სტრატეგიული პარტნიორობა ჯანსაღი ფორმით, ეს არის ჩვენი სურვილი, ველოდებით ამერიკულ მხარეს", - განაცხადა პრემიერმა.

 

დღის ამბები