ევროპა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვის. სტიქიამ ყველაზე მეტად ესპანეთი და პორტუგალია დააზარალა. ესპანეთის სამხედრო საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ცეცხლის ლოკალიზებისთვის 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.
ევროპის ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, წელს მხოლოდ ესპანეთში 340 000-ზე მეტი ჰექტარი განადგურდა, რომელიც მალიორკას კუნძულის ზომის ეკვივალენტურია.