22 აგვისტო 2026,   20:57
ვრცლად
2025 წლის რთველის წარმატებულად ჩატარების მიზნით, დამატებით, რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზი ამოქმედდება

2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, დამატებით ამოქმედდება რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზი - 0322 193 283. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.
საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზი რთველის დაწყებისთანავე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს, რათა მევენახეებისა და ღვინის მწარმოებლების შეკითხვებს და მათ მიერ წამოჭრილ საკითხებზე მყისიერი რეაგირება მოხდეს.

ასევე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც განთავსებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში.

სახელმწიფოს მხარდაჭერა მევენახე-ფერმერებისადმი გრძელდება - ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო, შპს "მოსავლის მართვის კომპანია" ჩაიბარებს დადგენილ ფასად.

დღის ამბები