19 ივნისი 2026,   10:31
ვრცლად
გვჭირდება რეალური მოლაპარაკებები, რადგან ტერიტორიული საკითხი ასეთი მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებებში უკრაინა, შეერთებული შტატები და რუსეთი უნდა მონაწილეობდეს - ზელენსკი

ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა ბრიუსელში - უკრაინის პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა.

"ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას, ვიდრე არ მიიღწევა მყარი და გარანტირებული მშვიდობა" - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტი პოლიტიკურ დედაქალაქში ვაშინგტონში ვიზიტამდე ჩავიდა. თეთრ სახლს ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელი ლიდერების მისაღებად უკვე ამზადებენ.

ცნობილი ხდება იმ პირველი პირების ვინაობა, ვინც უკრაინის პრეზიდენტს ტრამპთან შეხვედრაზე გაჰყვება. ზელენსკისთან ერთად ვაშინგტონში იქნებიან იტალიის, გერმანიის და ფინეთის პირველი პირები. შტატებში ჩავა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე.

მოლაპარაკების მაგიდაზე ის სამშვიდობო გეგმა იდება, რომელიც დონალდ ტრამპს პუტინმა ალასკის სამიტზე წარუდგინა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინთან აქვს გარკვეული მოთხოვნა - ეს არის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შეცვლა სწრაფი მოლაპარაკებების პრინციპით და სანამ უპირობო შეთანხმება მიიღწევა რუსეთსა და უკრაინას შორის, ცეცხლის შეწყვეტა კონფლიქტის ხაზზე, იმ ტერიტორიაზე, სადაც 3 წელია რუსი და უკრაინელი სამხედროები იბრძვიან.

"პუტინს ბევრი მოთხოვნა აქვს, მაგრამ ყველა არ ვიცით. თითოეული მათგანის განხილვას დრო დასჭირდება. ამის გაკეთება იარაღის ზეწოლით შეუძლებელია. აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა და საბოლოო შეთანხმებაზე სწრაფი მუშაობა, რაზეც ვაშინგტონში ვისაუბრებთ. პუტინს არ სურს მკვლელობების შეჩერება, მაგრამ მან ეს უნდა გააკეთოს.

გვჭირდება რეალური მოლაპარაკებები, რადგან ტერიტორიული საკითხი ასეთი მნიშვნელოვანია. მოლაპარაკებებში უკრაინა, შეერთებული შტატები და რუსეთი უნდა მონაწილეობდეს. ჯერჯერობით კრემლი არ იძლევა ნიშანს, რომ სამმხრივი შეხვედრა შედგება. თუ მსგავს შეხვედრაზე პუტინი უარს იტყვის, მაშინ მოსკოვს ახალი სანქციები უნდა დაუწესდეს. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, როგორიც არის NATO-ს მე-5 მუხლი და ევროკავშირში გაწევრიანება", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

დღის ამბები